მე,წვიმა და ჩვენ
ვწევარ და წვიმს... ვწევარ და ჩემი საყვარელი ამინდია გარეთ.. წკაპა-წკუპი ეცემა ფანჯრის მინას და თავისებურ, ლამაზ მელოდიას გადმოსცემს... ვცდილობ ყური დავუგდო, რას მეუბნება წვიმა... წვიმაც გამოექცა ღრუბლებს და ცრემლებად იღვრება დედამიწაზე, მეც მინდა გავიქცე სახლიდან, რომელიც არ მაქვს, მეც მინდა ვიტირო, მაგრამ ცრემლი გამიშრა...წვიმამ იცის, როცა შეწყდება ცისარტყელა გამოანათებს, მეც ვიცი რომ წვიმიან ამინდს მზიანი დღე მოსდევს, მაგრამ გული მაინც ამომხტარია საგულედან და დადის და დადის სადღაც უაზროდ. როცა წვიმდა, მაშინ ვწერდი... როცა ვიწყენდი მაშინაც ვწერდი. .. ახლაც წვიმს, მოწყენილი ვწევარ და კიდევ ვწერ. ..რა შეიცვალა? თან თითქოს ბევრი რამ და თანაც არაფერი.. დრო გასულა ისე, უბრალოდ... ასაკი მხოლოდ თმებში გამორეულ ჭაღარას ეტყობა... გული კი ისევ ისე ბავშვურად ძგერს...ხანდახან რომ შეხტება და სხვანაირ პრანჭვას იწყებს, ხანდახან კი სხვანაირ, დიდურად ფეთქავს, მძიმედ და უიმედოდ... გამიგონია - წვიმა მოგონებებს ასველებსო და მართალიცაა... ამ დროს უფრო სხვანაირი ჰაერია, უფრო სხვანაირად შეიგრძნობა სიყვარულიც და ღალატიც.... ერთგულებაც და ზიზღიც ... მიყვარს წვიმაში უბრალოდ გიჟურად ბოდიალი...მარტოც და მასთან ერთადაც... მე...წვიმა და ჩვენ 💜 24.03.2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი