მომავლიდან


ნელნელა ვგრძნობ, როგორ ავდივარ ზემოთ, ჩემი სხეული კი გაუნძრევლად წევს..რაღაც გაურკვეველი განცდა დამეუფლა, არც ტკივილი იყო ეს, არც სინანული, უფრო სიხარულს ვგრძნობდი  არ ვიცოდი რა მიხაროდა, მაგრამ  მაინც.. ყვირილი მინდოდა- არ გამომდიოდა,, ტირილი მინდოდა - ვერ ვტიროდი.ავდიოდი ზემოთ დავყურებდი ჩემს უსულო სხეულს და მეცოდებოდა .მგონი.. მე კი სადღაც უსასრულობაში მივდიოდი.. მაინც დავხედე სხეულს უპატრონოდ არ იყოს თქო, ისე მშვიდად იწვა შემშურდა კიდეც მისი... ის იწვა, მე კი სადღაც ზემოთ ნივდიოდი...არ ვიცი სად, რამდენ ხანს უნდა წავსულიყავი, მაგრამ მაინც ავდიოდი, უფრო სწორედ მივფრინავდი და თან სულ თეთრი ვიყავი, გამჭვირვალე, მგონი ჩემი სული იყო ეს...სული, რომელიც ბოლომდე ჩცენთან რჩება, სხეული კი როდისმე მიწად იქცევა..გავიხედ-გამოვიხედე აქეთ-იქეთ იქნებ ვინმე დავინახო, იქნებ ჩემთან ერთად ვინმე მოდიოდეს თქო, მაგრამ მარტო ვიყავი და თან გამახსენდა ეს გამონათქვამი: ადამიანი მარტო იბადება და მარტო კვდებაო... უი, სიკვდილი....ტანში გამაჟრიალა, უფრო სწორად ისე რაღაცნაირად გამაჟრიალა... გამახსენდა ტანი ხომ არ მაქვს... სულიც , რანაირი ყოფილა ფიქრობს და ფიქრობს... გამახსენდა ჩემი ცხოვრება ერთ დიდ კადრად, მთელი ჩემი ცოდვებით და სიკეთეებით...მივდივარ ზემოთ და მიმაქვს ჩემი ცხოვრება... არვიცი როგორ შემიფასებს ღმერთი ცხოვრებას, მაგრამ გული მტკივა...კიდევ დამრჩა ერთი მთავარი საქმე დედამიწაზე და ამაზე მწყდება გული...სხვა არაფერზე... არც ცოტა მიცხოვრია და არც ბევრი... 40 + რა არის.. არც არაფერი... ნეტა კიდევ დიდხანს ვიფრენ? ნეტა კიდევ შორია?... 
არა არ დავიღალე, უბრალოდ მაინტერესებს რა მოხდება იქით..
    დედაა....დეეე.... - ჩამესმის ყურში... თვალს ვახელ, ჩემს გვერდზე ლამაზი ბავშვი წევს... ლოყებზე ხელს მადებს და მიცინის..გაცინებისას ლოყაზე ერთი ნაჩვრეტი უჩნდება....უხდება და მეც გავუღიმე...
    არვიცი რას ნიშნავს ეს ... სიზმარია, ცხადია თუ მოგონილი...მაგრამ ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდება... 
    
    05.12.2019წ.
   ღამის 02:00

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი