ნათელი და მუქი ფერები
ჩემი ცხოვრების ნათელი ფერები ჩაქრა... მუქმა ფერებმა დაიწყო ნათება.... დღეს მოსდევს ღამე:ბნელი და მუქი, მთვარემ შეცვალა მზე მხიარული. სიცივემ გარეთ დაისადგურა, გულში ყინულმა დაიწყო ფეთქვა.... ვეძახი მე მას: ჩუმად და წყნარად... ხმა არ ამომდის, გაქრა უკვალოდ... მგონი დამცინის სადღაც ვიღაცა და ბოროტულად ჩაიქირქილებს: შენ რომ გგონია, ისე არ ხდება, შენ რომ არ გინდა, ზუსტად მასეა... და სიმწრისაგან, ოფლში გაწურულს, თან მეღიმება, თან მეტირება... ღამეა ბნელი და თანაც ცივი... ცხოვრების ხაზიც ნელ-ნელა ქრება... 29.12.2019წ. 00:22
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი