ჩვეულებრივად აღარაფერი აღარასოდეს აღარ იქნება


ჩვეულებრივად აღარაფერი აღარასოდეს აღარ იქნება.  რატომ?იმიტომ რომ მე მოვკვდი..ხო, არ მოგეჩვენათ..მე მოვკვდი..მაგრამ მაინც დავდივარ, მაინც ვმუშაობ და წარმოიდგინეთ ხანდახან ვიცინი კიდეც... რატომ და როგორ მოვკვდი? ეს გრძელი და ყველასთვის არასაინტერესო ამბავი იქნება, ამიტომ არ მოვყვები, უბრალოდ ერთ დღეს მივხვდი, რომ ძალით ვსუნთქავდი, რომ აღარ მქონდა ძალა და ენერგია  სიცოცხლისთვის... რომ  უბრალოდ მინდოდა მთელი ჩემი ცხოვრების გამოტირება...ამ ცხოვრებაში არ იყო არაფერი ხალისიანი და ბედნიერი.. ყველაფერი რაღაცნაირად ჩახლართული იყო.. ვერ ვიგებდი:სად, რა,რატომ,რისთვის,როგორ ხდებოდა...თითქოს ყველაფერი ჩემ გარეშე ხდებოდა, თუმცა ჩემი მონაწილეობით. მე ვიყავი მთავარი გმირი უგმიროდ, უბრალოდ მექანიკურად ხდებოდა ყველაფერი.  ერთ დროს რაც მახარებდა-ახლა სულ ერთი იყო, ვცხოვრობდი,დავდიოდი -მაგრამ მე კი არა, ჩემი ორეული. რამდენჯერმე ძალით ვეცადე გამეღიმა, ავმდგარიყავი-წავსულიყავი სადმე, მაგრამ არ გამოვიდა, ღიმილი ყალბი იყო, წასასვლელად კი ფეხები არ დამემორჩილნენ, თითქოს ბოიკოტი გამომიცხადეს და არ მემორჩილებიან... არც მე ვაძალებ, მეც მეზარება..მირჩევნია ვიჯდე სახლში, ვიყო ჩუმად, ჩემთვის ლოკოკინასავით შეყუჟული ჩემს თავში და უბრალოდ ვიფიქრო წარსულზე..არადა ვიცი ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, რადგან .....ნუ მოკლედ რთული ყოფილა დიდების ცხოვრება, რთული ყოფილა  დაბრკოლებებთან ჭიდილი, რთული ყოფილა ოცნებებთან გამომშვიდობება... არადა არც ისაა ადვილი იწვე ერთ ადგილზე გაუნძრევლად, ჭერში იყურო თვალდაჭყეტილმა და აღარაფერზე იფიქრო... ან რას ველი? ან რა შეიცვლება? თუ ასე გავაგრძელე არც არაფერი, პირიქით რაც მიცხოვრია,შემიქმნია სულ თავზე დამენგრევა ხუხულასავით..მაგრამ ესეც მკიდია... სულ ერთია რა და როგორ იქნება დღეის შემდეგ...არ ვფიქრობ იმაზე როგორ ვიქნები "მერე," რადგან ეს "მერე" არვიცი საერთოდ სადაა და როგორია..ახლა  ჯერ მხოლოდ ვცხოვრობ "გუშინ" ამ ცხოვრებით და  ვერ ვტოვებ ამ დროს. სისულელეა იფიქრო იმაზე -რაც არ გამოსწორდება, რაც აღარ შეიცვლება, მაგრამ ვერც სხვა ვერაფერზე ვფიქრობ ამ წუთას. დრო უაზროდ იწელება, ხან კი წამებში გარბის,.ვწერ და თითქოს ეს მშველის, თუმცა ყველაფერი მაინც უცვლელია. 
   ადრე, გათენება მიყვარდა, მზე მიყვარდა და წვიმაც..ახლა? ახლა სულერთია გათენდება თუ დაღამდება, მზე იქნება თუ წვიმა ან თოვლი.. არც საათი მაინტერესებს და არც წლის რა სეზონია... უბრალოდ მივყვები დინებას და ეს არ მომწონს. არ გავს ეს ჩემ თავს, თითქოს მე კი არა სხვა დადის ჩემ მაგივრად, სხვა იყურება ჩემი თვალებიდან და ხანდახან სხვა ლაპარაკობს... მინდა ეს სხვა ამოვახტუნო ჩემი ტანიდან და ისევ ის "მე" ჩავძვრე, მაგრამ არ გამოვა...დავკარგე ჩემი თავი.. იმ დღეს გამოვაცხადე ფეისბუქზე: დავკარგე ჩემი თავი და მპოვნელი გამომეხმაუროს თქო... ჯერჯერობით სიჩუმეა არც არავინ გამომხმაურებია, მართლა უგზოუკვლოდ დავკარგე ეს ჩემი თავი... არადა ხანდახან ძალიან მენატრება, ხან კი ვფიქრობ: ჯანდაბამდის გზა ჰქონია რახან არ ჩანს და არ უნდა თავის ადგილას თქო..მაგრამ მგონი მოვაბეზრე თავი და იმიტო გამექცა... 
   დღეს დილიდან ძალიან არეული ვარ, ხან ავდგები, ხან დავჯდები, ხან გავალ, ხან გამოვალ,ხან ვიცინი, ხან ვტირი.. პრინციპში ამინდიც ასეთია, ხან მზეა, ხან ღრუბლებს გამოფენს ცა, ხან წვიმს და ხანაც ცისარტყელა გამოანათებს.. ამინდის შესაფერისად ავურიე მე, თუ ამინდმა აურია ჩემნაირად ვერ გავიგე.   
    ამ რაღაც პანდემიის გამო ხომ სულ სახლში ჩავიკეტე, ადრე ასე ვამბობდი ჩემი ცხოვრებაა;სამსახური-სახლი, სახლი - სამსახური თქო...ახლა კი ასეა: სახლი-სახლი-სახლი... ნუ შუა სახლში სამსახური იგულისხმება...   
    მოკლედ რა გამაჩნია ამ დროისთვის: თავი დაკარგული, სახლში გამოკეტილი, ნერვებ მიწეწილ-მოწეწილი...  
   ბოლო რამდენიმე დღეა ვერც ვიძინებ,მგონი თავმა ძილიც გაიყოლა, მე თუ არ ვარ, რაც გინდათ ის გიქნიათო... და ყველა სიკეთესთან ერთად გამოუძინებელიც ვარ... 
    ჩემი ცხოვრების ნელ-ნელა დალაგება მინდა დავიწყო, ჯერ გეგმა უნდა შევადგინო როგორ შევძლო ეს, მერე  გეგმის სისრულეში მოყვანა და ვნახოთ როგორ დალაგდება..  
  გეგმა:
1. არაფერზე და არავისზე ნერვიულობა (ვეცადო მაინც)
2.  ისეთი ხალხისგან გაწმენდა, ვინც არ იმსახურებს ჩემთან ყოფნას..
3. დღის განმავლობაში თუნდაც 5 წუთი ვარჯიში..
 4. სუფთა ჰაერზე სეირნობა.
5. ღიმილი რაც შეიძლება ხშირად.
6. ყველაფერი კარგად იქნება... 
‌  როგორ მიყვარდა ერთ დროს ამ სიტყვების თქმა:ყველაფერი კარგად იქნება...მაგრამ ახლა დარწმუნებული აღარ ვარ, რომ კარგად იქნება, რომ ჩემ ასეთ აბურდულ-დაბურდულ სამყაროს ვინმე ან რამე დაალეგებს. თუმცა ვნახოთ, იქნებ ყველაფერი ჯერ კიდევ არაა დაკარგული, იქნებ მოხდეს სასწაული ჩემს ცხოვრებაშიც და ყველაფერი ერთი ხელის მოსმით თავის ადგილზე დალაგდეს...
   ვნახოთ...
 29-30 სექტემბერი 2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი