ბედნიერების კადრი
-კადრი შეაჩერე... -რომელი კადრი? -ის კადრი, როცა ყველაზე ბედნიერი იყავი.. -ვერ შევაჩერებ.. -რატომ? -ის ჯერ არ დამდგარა... -და რა კადრია ასეთი... -შვილის პირველი წამოტირება... -მაგ კადრს ვერც შეაჩერებ.. -რატომ? -შენც იტირებ მაგ დროს და კადრი გაგექცევა... -მაშინ მის პირველ ნაბიჯების კადრს შევაჩერებ.... -ვერც მაგას შეაჩერებ... -ამას რატომ ვერა? - ის, რომ პირველ ნაბიჯებს გადადგამს დაძაბული იქნები, არ წაიქცეს და სანამ კადრს შეაჩერებ ის გამართულად გაივლის... - მაშინ მის ბაღში წასვლის პირველი დღის კადრს შევაჩერებ... -არც მაგაზე იფიქრო... -რატომ? - ეს დღეც დაძაბული იქნები, ინერვიულებ არ იტიროს, პირველად რჩება შენ გარეშე და ეს კადრიც გაგექცევა... - მაშინ შენ მითხარი, რომელი კადრი შევაჩერო... - არცერთი ბედნიერი წუთი და მომენტი არ შეჩერდება...ვერ შეაჩერებ...ბედნიერება წამიერია...უბრალოდ დატკბი მისით...ბედნიერების ყოველი წუთით და წამით.... 18.07.2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი