დრო ყველაფრის მკურნალი
გამიგონია: დრო ყველაფრის მკურნალიაო... იმედით ვიყავი ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს, მაინც მიმკურნალებს დრო თქო...თუმცა ეს სიმართლე არ აღმოჩნდა...დრომ ვერ მიმკურნალა, არ აღმოჩნდა ისეთი ექიმი, რომელმაც სულის იარები მომირჩინა..პირიქით, დროის გასვლასთან ერთად უფრო მძაფრდება ტკივილი და უფრო მეტად ვხვდები დაშვებულ შეცდომებს და დაკარგულ დროს... ყველაზე მეტად წელიწადის გარკვეული დროის მოსვლა და თვე მაგრძნობინებს ჩემს დამარცხებას ამ დროსთან ჭიდილში.. ვხვდები, რომ ტყუილად ვცდილობ დავიწყებას და ყველაფრის ნულიდან დაწყებას... დრო ყოველთვის და ყველასთვის არაა მკურნალი... დრომ პირიქით ტკივილის თავიდან გახსენებაც იცის... და ზუსტად მაშინ როცა არ ელი და არ გინდა... ხშირად ცდილობ ტვინში ერთი ყველაზე საჭირო ღილაკი "delete" გააქტიურო და ერთი ხელის დადებით არასასიამოვნო და ტკივილის მომტანი მოგონებები წაშალო, მაგრამ ეს ღილაკი უბრალოდ ან არ არსებობს ან უბრალოდ დაბლოკილია და ვერ თიშავ. როგორ გინდა, როგორ ცდილობ რომ ეს ყველაფერი ნაგავში გადაყარო, დავიწყებას მისცე..მაგრამ... არ გამოგდის, განა იმიტომ რომ ვერ შეძლებ, უბრალოდ ალბათ შინაგანად ვერ თავისუფლდები.... ყველაფერს დროს აბრალებ, რა ადვილია ყველაფრის სხვაზე გადაბრალება და შენი ამ დროს მსხვეპრლის როლში აღმოჩენა... სინამდვილეში კი....შენი ბრალია ყველაფერი.... ტვინში "delete" ღილაკი არ არსებობს....დაბლოკილია... 17.07.2020 01:52
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი