ისე, როგორც ბავშვობაში
ისე, როგორც ბავშვობაში ავცოცდები მაღლა, მაღლა.. დამიწყებენ ძებნას,ძახილს.. ყურს დავხუჭავ, თვალსაც ... მესმის როგორ იძახიან: სად ხარ გოგო, სადა? მე ხეზე ვარ, ზემოთ, ზემოთ და დავყურებ მაძებარებს ღიმილით და ეშმაკურად... ვიმალები ტოტებს შორის... უცებ მესმის განწირული ყვირილი და ტირილი: იქნებ ფეხი გაუცურდა, ანდა ხელი - ფეხი მოიტეხა.. სულაც ხიდან ჩამოვარდა და უგონოდ გდია სადმე... შემრცხვა და ტირილით დავუძახე: აქ ვარ დედი, ბებო, ამომხედეთ ხეზე მაღლა... მაპატიეთ, დაგემალეთ აღარ ვიზამ ამის მეტად.. ჩამოვედი შერცხვენილი მაღალ ხიდან დაბლა ბაღში... 13.06.2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი