მზეს მივწვდი ხელებით


მზეს მივწვდი ხელებით და გული რაღაცნაირად ამევსო სითბოთი.. რამდენიმე დღის წინ ჩემთვის ვფიქრობდი, რატომ მაქვს ესეთი ცივი გული, რამ გაყინა და რამ გააქვავა თქო.  მიკვირდა მართლა, როდის გახდა გული ქვასავით მაგარი და ცივი...მაშინ როდესაც მივხვდი ცხოვრებას აზრი აღარ აქვს თქო, თუ მაშინ ყველაზე ყველაზე საყვარელმა ადამიანმა უბრალოდ ქუდი რომ დაიხურა და წავიდა, თუ უბრალოდ როცა მივხვდი ცხოვრება უფრო რთული და შავია, ვიდრე მე წარმომედგინა.. თუ მაშინ ყველაფერი ცხვირწინ რომ ჩამეკეტა და გაღებული კარებიც თავისით იხურებოდა ჩემ წინ... 
 ბოლო რამდენიმე დღე სულ ვფიქრობდი: სითბოზე, გულზე, სიყვარულზე, სინათლეზე..ვფიქრობდი და მჯეროდა ერთი პატარა მზის სხივიც თუ შემოაღწევდა ჩემს გულში, მაშინვე გათბებოდა და ქვასავით გამაგრებული გული დაიწყებდა ლღობას, უიმედობაში გადავარდნილი რწმენა უკან მოტრიალდებოდა და იმედის პატარა ნაპერწკალი განათდებოდა.მჯეროდა, მაგრამ არ მეგონა...მინდოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ არ მჯეროდა... არვიცოდი მზის სხივს საიდან მოვიყვანდი, არც მომავლის იმედი მქონდა, უბრალოდ ისე ვიდექი, ვიჯექი, ვიწექი და ველოდი რაღაცას... ეს რაღაც არც კი ვიცოდი რა ან ვინ იყო... უბრალოდ ასე.. ავწიე ხელები.. შევხედე ზემოთ რაღაცას...და მე მზეს მივწვდი ხელებით.. თითქოს რაღაც განათდა, გათბა, ჟრუანტელმა დამიარასავით და მე მივხვდი: მე ის ვიპოვე...ის გულში მოხვდა... გაათბო და გაანათა....  მზემ გაალხო ქვასავით მაგარი გული და მე კვლავ დავბრუნდი...  დავუბრუნდი ცხოვრებას გამთბარი გულით და მე კვლავ ვანათებ... მზესავით...
06.07.2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი