სიგარეტის კვამლში გახვეული ქალი


სიგარეტის კვამლში გახვეული ქალი...
რაღაც დარდს იკლავს ალბათ გულში...
ალკოჰოლით ცდილობს დარდის გაფანტვას
და დავიწყებას იმ თავის დარდის და ტკივილის,
ცდილობს დამალოს თვალებიდაც წამოსული ცხელი ცრემლები
და ზურგით დაჯდა ყველასგან შორს...
ზურგსუკან ესმის მასზე ბუტბუტი, 
ცდილობს არ აჰყვეს მასზე თქმულ ჭორებს და
გაიღიმოს...
არ ეღიმება... არც ეტირება...
შორს გაჰყურებს უაზროდ სივრცეს
და სიგარეტიც ჩაქრა, სასმელი გათავდა...დარდი კვლავ დარდობს...
ტკივილიც ვერ ჩაცხრა...
ზურგით ზის ქალი,  ყველასგან შორს...
არავინ იცის რა ხდება მის გულში...
ვერც იღიმის, იცინის და ტირის...
სიგარეტს კვლავ მოუკიდა...სასმელიც ისევ დაუსხეს...
ზურგით ზის ქალი, გული სავსე  დარდით 
და კვამლით გახვეულ ოთახში
ისმის ხალხის სიცილ-კისკისი...
ქალი კი ტირის... და ვერ იცინის...
07.07.2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი