სხვა გაზაფხული


ატამს დასცვენია ფერი,
მზის სხივს დაჰკლებია სითბო,
ღმერთო! ეული ვარ,კენტი,
სულს კი ვერაფერი მითბობს.

რაღაც უღმერთობის ჟამმა
სული გადაქანცა თრთოლვით,
აკანკალებულმა მარტმა
აპრილსაც ჩააცვა თოვლი.

ღმერთო! მაპოვნინე თავი,
მე სხვა გაზაფხული მახსოვს,
მიმატევებინე სევდა,
სულის ამაღლებას ვნატრობ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი