მოკითხვამ დაიგვიანა
ძლიერ მომწყინდა ეს საწვიმარიც, იქნება ხვალე გამოიდაროს, დაველოდები მოკითხვის წერილს, რომელიც შენი სურნელით ხარობს. მოსაწყენია დღეები წვიმის, გზას მოსდებია მსუბუქად ხავსი წერილმა ძლიერ დაიგვიანა, ბედი მქონია წყეული,ნასი. რა უღმერთობა გაწვალებს ასე, სიტყვა ლიტონი ვერ გაიმეტე, და სიყვარულით ყელამდე სავსეს გული რაზებით გადამისერე. მე სიყვარულის ბალადას ვწერდი, ჭადრები ლექსად ავაშრიალე, იქნებ ბარათმა დაკარგა გზები, გული ტყუილად ავაწრიალე. /მ.ო/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი