დამიბრუნეთ ბავშვობა


ჩემი ბავშვობა იქ მელოდება,
სადაც პატარა ოდა სახლი დგას,
უძველეს ჭიშკრის იქით
იშლება
მოგონებები ვაშლის ჩეროდან.
აქ კედლებიდან იყურებიან ,
სულები მზერით შეყინულები,
აქ წინაპართა ცხელი გულია
ხავსის ლოდებად ამოზრდილები.
ჩემი ბავშვობის ბილიკებს მივდევ, 
სიანცე წლების თავს მახსენებენ,
ვიგონებ ბებოს,ჩიქილაწაკრულს
როგორ აპურებს მზისფერ წიწილებს.
ჩანს მამიჩემის ზვიადი მხრები,
მშობლიურ მთებთან რომ შევადარე,
ის ჟრიამული ქურმუხს რომ ერთვის,
ცრემლს სინანულის ელფერი ეკვრის.
აქ ყველაფერი სიყვარულს აფრქვევს;
თვით ეს ბუჩქები მაყვლიანები,
ეკალი ისე ჩამჭიდებს კაბას,
რომ გასაშვებად არ ვემეტები.
აქ სხვანაირედ ჩნდება აისი,
დედასპურების სურნელი ასდის;
აქ სხვანაირად ღამდება ახლაც,
ბებოს და მამის სურნელი ასდის.
ჩემი ბავშვობა იქ მელოდება,
ახასხასებულ მწვანე ეზოში,
ზოგჯერ მზისაგან დასიცხულები,
ჩამოვსხდებოდით კაკლის ჩეროში.
გთხოვთ ,დამიბრუნეთ ჩემი ბავშვობა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი