ოცნების სივრცე
ღრუბლებს გავყვები ფრენით, არ დამიშალოთ ,არა; ოცნებისფერი ფრთებით ვიფრენ მაღლა და ნელა. საოცარია სივრცე, ოცნებასავით ლურჯი ცისარტყელისკენ ვიწევ გავაფერადო ფუნჯით. თავისუფლები ფასი არაფერია ქვეყნად ფართოდ გაშალეთ ფრთები იფრინეთ ჩემთან ერთად. არ დამიშალოთ არა, ფაფუკ ღრუბლებთან ფრენა; ფერადი ფასკუნჯების, იქნებ ვისწავლო ენა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი