თელავს


დიადი მთების მხრებმა იტვირთეს
ჩემი ქალაქის წალკოტად ქცევა,
 თელავი მწვანე მოსასხამს იხდენს,
ცივგომბორიდან რომ იცქირება.
ქალაქს ამდიდრებს მზისფერი ხედი,
ნაოსტატარი ძველი ჩუქურთმა,
ეს მიხვეული შუკები სველი
მტარვალმა სრისა წაღმაუკუღმა.
აქ ყველა ქუჩას ზღაპარი დააქვს,
წინაპრის ძვლებით შედუღებული,
მთები სისხლისფერ ზეცას რომ დააქვს
ყურძნის მტევნებად დადუღებული.
მეფე ერეკლე ,ცადაღრუბლული,
თელავს გაჰყურებს ალერსიანი,
ბრძოლისკენ იწვევს ,აქეზებს 
კახეთს ,გრემის ყელივით ამაღლებული.
აქ ,ქვაფენილზე,წინაპართა გულებს აბიჯებ
და სიყვარული მამულისა ქვასაც კი გაჰხეთქს.
სამშობლოს ტრფობით ანთებულ გულს რა დააოკებს.
ყაყაჩოები მოჰფენია შუამთის ქედებს.
აქ მაჯისცემა უფრო ჩქარდება,
მე დავუჩოქებ მზიან კახეთს ფიქრის გორაზე,
არცერთი გოჯი არ მეთმობა,ვერც გაჩუქდება.
კახეთი ლოცვით ალავერდთან ღამეს კვლავ ათევს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი