მაისის თოვა


ვინა თქვა თითქოს
ვარდებს ეკუთვნის თურმე მაისი?!
თოვლი მოვიდა  და
ფერები შემოაძარცვა!
 ვის გაუგია ვარდობისას
თეთრი ფიფქები?!
გახსოვს?მითხარი
-ფიფქად მოვალ,შენი ვიქნები!
მოხველ და თეთრად დამათოვე
სინაზე ველად,
ვხედავ ,გამითბა მოცელილი 
მკლავები ხელად.
თოვლად კი მოხველ,
მე აგენთე მხურვალე ცეცხლად.
ვის გაუგია?ვარდობისას
ფიფქებად ცვრევა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი