დედა


დედის მარგალიტი, გულზე დაბნეული,
შვილის ანთებული თვალებია,
უსიტყვო სამყარო, ცრემლით გამოთქმული,
გულზე მოდებული დარდებია.
დედა ძლიერია,შვილი თუ იცინის,
სულზე მოსწრებული ღიმილია.
შვილი იმედია,მშობლის ციტადელი,
ზოგჯერ დარღვეული სიმშვიდეა.
რას არ გაუძლებს და რკინად დადუღდება,
თუ კი განასაცდელი გადასატანია.
სანთლად დადნება და მკერდით აღუდგება,
შვილი ოჯახის და ტაძრის გუმბათია.
თვალებში ჩამოდგება სევდად ღამეები,
დღეები შვილზე ფიქრში დაუღამებელი.
შვილებო! დედებს გარჯა დაუფასეთ.
სული მოუქარგეთ კოცნის ენძელებით.
დედა,ღვთისმშობელი,ისე კეთილია,
გულზე დაგედებათ ლოცვად 
იმედები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი