ჩემს ქალიშვილს
თქვენ გინახავთ მზის სიცილი მთებზე? მარგალიტი, ცვრიან ბალახებზე? ტყუპი ბაგე ალუბლების წვერზე, მაყვლის თვალი ,შემალული კლდეზე. და სიმაღლე, ალვის ხეთა ჯარის ხან ავდარი, ხან მხიანი დარი. ხან ღრუბლები მთების მწვერვალებზე. ხან მღელვარე ,ხანაც ნელი ქარი ხან შავ ზღვაზე მოცეკვავე ტალღა, ხან მკვნესარე სიოს ჩუმი ცრემლი; მომღერალი პაწაწინა ღალღა, მზის სხივების ტკბილი სიმღერები. უფსკრულებში თმების ჩანჩქერები? ბილიკებზე გაბნეული ღვია? რა დიდია შემოქმედის ძალა, შენ რომ ჩემი ქალიშვილი გქვია..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი