ოცნება სიყვარულზე


ღამის  ბინდი შეეპარა არემარეს,
დუმს  მწუხარე როიალი, შავი
ფიქრი ისევ ეპარება დაღლილ თვალებს,
სად ვეძებო ,ნეტავ, შენი კვალი?!
ვარსკვლავეთი ჩვენს  გულ წამით შეაერთებს, 
ხელებს მოგხვევ და ჩაგიკრავ გულში ჩემად,
 -ჩუ, არავინ არ გაგვიგოს, გენაცვალე,
 -მიყვარხარო !- ამას  გეტყვი  ჩუმად.
სიყვარულით იცეკვებენ ვარსკვლავები,
ციურ ნამსაც დაგვაკმევენ თავზე,
კვლავ აენთნენ სიხარულით ეგ თვალები,
მთვარე ელავს თავთუხისფერ თმებზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი