ბერმუხა
..,რამდენჯერ წამიქციეს უტეხი ბერმუხა, რამდენჯერ დამიქციეს სახლი და ცეცხლქურა. რამდენჯერ გახვიეს ავლში და ნაცარში, რამდენჯერ დაასიეს მუმლი და აფთარი. რამდენჯერ აგლიჯეს მთებს მწვანე ღილები, რამდენჯერ მოუდეს გულს მძიმე ღადარი. რამდენჯერ შეღებეს ქედები ჭიაფრად, რამდენჯერ ტკივილი ჩავთვალეთ არაფრად. ისევ წამოვდექით, ლოცვით და გოდებით, ისევ მოვიმარჯვეთ ფარები ,გორდები. ჩვენ რა შეგვაჩერებს?! სისხლი გვაქვს ისეთი, მუხლი გვაქვს შავარდნის სული კი მზისფერი. ვიბრძოლებთ მიწაზეც, ცაშიც და ცის ზევით, ივერთა საჯიშედ, არ გადავშებდენით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი