აქ არ მინდა გარდაცვალება
ძალიან ნელა მივყვები აღმართს, გზად მეფინება ვარდიც ,ეკალიც, ხან მწვერვალიდან მოდიხარ დაღმა, ხელს ჩაიქნევ და იტყვი:-ეგ არი! რა ადვილია ღრუბლებს შეეხო, რა ადვილია ფიქრში ცხოვრება, ამაოების ხიდზეც გადახვალ, აქ გელოდება გარდაცვალება. აქ გულში მახვილს ისე ჩაგცემენ, ისე უბალოდ, ისე ხალისით, თან გამარჯვების ყიჟინას სცემენ, ამაყდებიან ეშმას თილისმით. ხან ლაფს გესვრიან პირმოთნეები, ხან მათ ტალახშიც ამოისვრები, მინდა ვაგროვო მარგალიტები, რითმა მაყრია ვით სვირინგები. მე ვუმკურნალე რამდენ ჭრილობას, რამდენჯერ ლექსით ზეცას შევეხე, აქ მე არ მინდა გარდაცვალება, ღრუბლებს მივყვები ,ფერი ვიცვალე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი