კაცი რომ გქვია
კაცი რომ გქვია,ნუ ამაყდები, ქალს იჭვნეულად კოჭებზე უცქერ, მედიდურ მზერით ტკივილებს იწვევ, შუბლთან ნაოჭი თანდათან იწევს. ადამის ძე ხარ,ჩვეული ცოდვით, თუმც კი გჩვევია ,გულზვიადობა, არ აღიარებ პირველ შეცდომას, თუმც კი დაკარგე ღვთის ედემობა. ევაა მხოლოდ პირველ ცოდვილი, შენ არ გჩვევია დამარცვალება, კაცი რომ გქვია,იყავ ძლიერი, წყლის სტიქია და მზის ციალება. კაცი რომ გქვია ,რაინდად სწამხარ, ქალს,რომ იმედის კელაპტრად ენთო, ზოგჯერ კი ღრენით მის სურვილს თელავ, ურცხვად ,არც ცდილობ ,რომ ადედოფლო. კაცი რომ ხარ,ნუ იქნები სასტიკი, ნუ დაიწყებ სუსტთან მჯიღის ჯილავს, იქნებ ქალი დაღლილია დარდისგან, უშენობით ღამეც არა სძინავს. კაცი რომ ხარ,უნდა იყო კეთილი, დავდრდომილთან სულ დარაჯად იდგე, ღამე შენთვის გათენებას უდრიდეს, ხან შვილისთვის ყავარჯენსაც ქმნიდე. ადამი ძე ღთის შვილია ყოველი, თანაბრად აქვს გარეთ მთა და მიწა კაცი რომ ხარ,უფლებების მეტობით ზოგჯერ კარგავ სახეს მეტისმეტად. კაცი რომ ხარ ,უნდა იდგე ზღურბთან მამულის და ქვეყნის კარიბჭესთან, შენი ხმა კი ამშვენებდეს ოჯახს, ქალს ვარდებით უქარგავდე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი