მთის ამბები
დასტურები გუდამაყრის წვერზე იდგნენ, საღმრთო დროშას წკრიალებით ამკობდნენ, მყინვარწვერზე ცეცხლი ენთო ღვთაებრივი, კოპალა და იახსარი დავობდნენ. ჩოხის მიწას ახმაურებს წმინდა წყარო, მყინვარწვერზე თოვლი დნება ცვილივით, გულს ვუბრძანებ ,რომ მტრის ჯავრი ამომყაროს დასტურების ანთებული ხანჯლებით. გუდამაყარს მოსდგომიან ყრუ დევები, ბოროტებით ანთებული ენებით, ღვთისშვილთ მსხვერპლი შეუწირავთ სამანებთან, სიპი ქვებით სულს არკინებს კოპალი. კვირე თხოვნით ჩამომჯდარა მთის ფერდობზე, სურს შავეთში რომ შევიდეს ხმლიანი, ეს არხოტი ოქროს ტახტად მოსჩანს მთაზე, ნისლში არის გახვეული ,ფხიანი. ხატის დასტურთ კვლავ ფერხისი გაუმართავთ, მსხვერპლშეწირვით გამოიხსნეს სულები ლოცვის ძალით ცა ღრუბლებით მოუქარგავთ და ჭედილას რქაზე დნება სანთელი. /მ.ო/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი