სიყვარულის ძებნა
მარტოობა ჩაკირულა ჩემს სხეულში, სულს აციებს ,აკანკალებს აგვისტოში რა ხანია არ ყვავილობს გულში ნუში მსურს,ფიქრები ჩავალაგო კალაპოტში ცა გავწიე სუტი მაჯით,დაღლილი ვარ, გულსევდიან ღრუბლებს ვატან ქარაშოტებს, მზეს დავეძებ,რომელიც აქ შევინახე, ეს მკლავები,უსიცოცხლოდ,მოჰგავს ტოტებს. სად წავიდა ჩემი წილი სიყვარული, მსურს ხელახლა ფესვი ვანდო მიწაყრილებს, სად წავიდა,ჩემი წილი,პეშვი წყალი, სიყვარული დავიბრუნო ,გულაყრილი. ღმერთო,ძებნით დავიღალე,რატომ დუმხარ?! ამ სიჩუმით ხელებს ცაში ვაფათურებ, სიყვარული დამეკარგა ,აქ რომ მწამდა, ღმერთო,ტკივილს,მითხარ როგორ დავიურვებ?! მოცელილი ბალახივით ვეკვრი მიწას, უკანასკნელ სუნთქვას ვიკრებ,ნაწილ-ნაწილ, ღმერთისა და სიყვარულის მე რომ მწამდა, ვინ წაიღო,რად წამართვა ჩემი წილი. ძალას ვიკრებ,უკანასკნელ მაჯისცემას, გზას ვერ ვხედავ,ძებნა უნდა გავაგრძელო, არ გავფლანგავ დღეს,თვესა და გულისცემას, სიყვარულის ძებნა უნდა გავაგრძელო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი