მილიონი ნაბიჯი ჩემს სახლამდის


მილიონი ნაბიჯი ჩემს სახლამდის მაშორებს,
უკან ვეღარ ვბრუნდები, გზას მივყვები საშოვნელს.

მიმაქვს დარდის საგზალი, დროს გალეულს ვერ ვხვდები,
წყვდიად ღამის ნისლებში დაჩოქილან ვერხვები.

ყელში მლაშე ცრემლები მიხოკავენ იოგებს,
დარდი გამეფებული ლექსებიდან იომებს.

უკან როგორ დავბრუნდე, შორი არის მანძილი,
ნაფეხური ქვიშაზე, ხელები მაქვს გაწვდილი.

მილიონი ნაბიჯი, მილიონი იარა,
ვინ რა იცის, შენს ფეხმა რა გზა გამოიარა.

უსასრულო სიგრძე აქვს, არ სრულდება საზღვარი,
გრძნობის თვალით გავზომე, დარდი განუსაზღვრავი.

ვერვინ ხვდება ჩემს ტკივილს, აიზბერგის იარებს,
არა, აღარ გამივლის, ნურც თქვენ გაიზიარებთ.

ვერაფერი ვაწამე, ზღვაც ბობოქრობს ქარიშხლით,
ვერც ტყით გამოვიარე ლიანები დამიშლის.

ჩემს სახლიდან ჩურჩულიც თითქოს ყურში ჩამესმის,
ხან ბავშვობა მეძახის, ექო დედის ალერსის.

სანთლად მეწვის ცხოვრება, ხანაც თვითონ ვიწვები,
ამ სამყაროს დასასრულს ნაადრევად მივწვდები.

ვდგავარ უცხო მიწაზე, ღამეს ვუცდი ხვალამდის,
ისევ მილიონია ნაბიჯები სახლამდის.

05.07.2026

ლამაზოშვილი
#მლ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი