არათითსა და ცერათითს შორის


არათითს და ცერათითს შორის კალამი გაცვდა,
თითებს კოჟრები აეკიდა კანზე უხეში;
თუმცა ფურცელი სასიკვდილო სუდარას ჰგავდა,
მელანმა წერით ვერ მიიღო მაინც ნუგეში...

მე ახლა ვიგრძენ ეს კოჟრები ასე რად მტკივა,
თავს რად მახსენებს დაღლილობა სისხლით ნაკლიანს,
ვინ შემიხორცა ეს კალამი თითებში ტკიპად,
ფურცელი სუნთქავს, მაგრმ გული მაინც აკლია,

დავეძებ ჩემში მახინჯობის ყველა სამხილეს,
მელნის წვეთებში შხამს ვხედავდი ეცხო სათითეს,
სხვისი ცოდვების მხილებაში ჩემი ვამხელ,
ცელი ვეთხოვე მიქელას და ყველა გავთიბე.

02.11.2026
/მაია ლამაზოშვილი./
#მლ#მაიალამაზოშვილისპოეზია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი