სად მიხვალ ადამიანო?
**** სად მიხვალ, ადამიანო? სახლდები უცხო მიწაზე! სადაც ფესვი გაქვს გადგმული, ის მიწა წყალი გიყვარდეს. ერთია შენი სამშობლო — მზის გადაშლილი პერანგი. სადაც შობილხარ ქართველო, ვერ დაგავიწყებს ვერავინ. სად მიხვალ?! დარჩი, მიხედე, ეზოში ყვავის ატამი. ნახე, ვენახი გაოხრდა, ვინ შეუხვიოს კალამი? ვინ მოხნას მიწა ყანისთვის? ვინ ნახოს გამოსავალი? ხარებს უღელში დაუდგეს, გზა გაუკვალოს სავალი. სად მიხვალ, ადამიანო? ირგვლივ ქაოსში ირევი, სწავლობ უცხოურ სიტყვებს და გავიწყდება შენები. აკვანთან აღარ გაისმის ქართველი დედის ნანინა... ნეტავ, ვის შვილებს გაზრდიან, ვის ასწავლიან ნანინას?! გახმა ჭიშკარი ღობეზე, ავადმყოფივით ჭრიალობს... სულ ერთი სიტყვა მითხარი: სად მიხვალ, ადამიანო?! ხმალი სად არის გორგასლის ან ბედაური — აბჯარით? ცხრა ძმანი ხერხეულიძის მიწაა სისხლით გამთბარი! ნუ წახვალ, ადამიანო, შენს სამშობლოში დაბრუნდი! არ დაივიწყო, შენს ძარღვებს სისხლი უჩქეფავს ქართული. სად მიხვალ, ადამიანო? სად მიხვალ, ადამიანო?! ნებით, უნებლით საზღვრები რამდენმა გადაიაროს?! 12.11.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი