მეუღლეს


შენ ჩემი მეუღლე გქვია და 
ცხოვრების უღელში ჩაბმულებს,
იღბალი-ამ ჩვენი ცხოვრების 
ხან გვწყალობს, ხან უკან გვაბრუნებს.

 შენ ჩემი მეუღლე გქვია და 
 თუ გახსოვს, როცა ჯვარს ვიწერდით,
 მერცხლები მოფრინდნენ ტაძარში 
 და სულით ღმერთისკენ ვიწევდით.

თუ გახსოვს ძვირფასო გელათი? 
ანდა მოწამეთას გრძელი გზა?..
ალბათ ასე სურდა უფალსაც 
და ჩვენ ერთმანეთი გვეღირსა.
  
შენ ჩემი მეუღლე გქვია და 
შენ ჩვენი შვილების მამა ხარ.
გზას გულამღვრეული გავცქერი, 
როცა კარის ზღურბლზე გადახვალ.

როცა არაფრის თქმა არ მინდა, 
როცა ყველაფერი ერთია,
შენი ერთი ფრაზის მოსმენა, 
იცი? ყველაფერზე მეტია.

შენ ჩემი მეუღლე გქვია და 
ცხოვრების უღელში ჩაბმულებს, 
შეშლილი ეს წუთისოფელი 
ხან გვწყალობს, ხან უკან გვაბრუნებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი