ჩვენი ნიშნობის თვე


ჩვენი ნიშნობის თვის რიცხვს ველი,
მალე მიილევა მაისი.
მე გკითხე;-თუ გახსოვს ის რიცხვი?
შენ ხელი წვერებზე დაისვი.

რამდენჯერ თითებზე გადავთვლი 
ჩვენი ნიშნობის თვის რიცხვს ველი.
იმ ბედნიერების ერთ წელზე-
ცხრაჯერ გადამრავლდა მრიცხველი.

მის შემდეგ რამდენი ვიარეთ, ვიომეთ, ვიქუხეთ, ვიწვალეთ,
ნაყოფი მოვისხით ღვთის მადლით,
ცხოვრება ნელ-ნელა ვისწავლეთ.

ახლა რომ შვილები ხარობენ,
ღამით რომ შენს სუნთქვას ვდარაჯობ,
დღისით რომ ვიღლები ხანდახან
ამას არაფერი არა სჯობს.

მალე მიილევა მაისი
მრიცხველი ოცდაცხრას ჩამოყრის 
მერე გავიხსენებთ ყველაფერს,
ყველაფერს-ერთ რიცხვში თავმოყრილს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი