ეკა ბეჟანიშვილის ხსოვნას


ო, რა პატარა იყავ,
რა დიდი გული გქონდა
და საქართველოს დარდით
შენს გულზე როგორ თოვდა.

რა ნაადრევად ჩაქრი
დაგიდგა ფოთოლთცვენა
რაღას გვიშველის აწი
გლოვა და ბოლთისცემა.

შენი პატარა ხელით 
როგორ ზიდავდი ამდენს?
გადაგიმტვრიეს მაჯა-
როგორც ცოდვების ჩამდენს...

შიშით მიბნედილ დედას
გადაგაფინეს გულზე,
მაჯებმომტვრეულ ცხედარს
გადაგიტეხეს ფუძე..

ოი სად იყავ მაშინ,
კაცობრიობის ღმერთო,
მას ხომ მშვიდობა სურდა,
ხელში სანთელი ენთო.

ახლა ვერაფერს შევცვლით
ზარებს ამაოდ ვრეკავ,
სამსხვერპლო გმირის გზაა
ჩემო პატარა ეკა..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი