თამარს (ჩემს შვილს)


შენ იშვი მაშინ,..
მე საუკუნოდ მომეჩვენა 
ტკივილის წამი-
ვარდობისთვეში,
როცა გაშლილი ვარდის ყვავილს 
ჩამოსწყდა ნამი,-

(როგორც ცრემლი იესოს დედას
როცა ჯვარს აცვეს.)
მერე მალამოდ დაეფინე
ტკივილს, 
დამქანცველს...

ყველა ტკივილი
ყველა დარდი,
შენ მოადუნე
და მილეული გაზაფხული
შემოაბრუნე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი