ზღვაში თითქოს...
ზღვაში თითქოს უთვალავი მმზე ეყარა, მზეებს თითქოს თეთრი სურდო შეეყარა. ბრჭყვიალებდა უთვალავი ათინათი ზღვას ეფინა ოცნება და სხივი მათი. დამტვერილი სანაპირო ზღვას უცდიდა, ზღვა ბორგავდა, ქარი ტალღებს გზას უცვლიდა. იხრჩობოდნენ მზეები და ციმციმებდნენ, ნებდებოდნენ ზღვის ტალღებს და იძინებდნენ. თითქოს ჩემი ოცნებები ზღვაზე იწვა, მერე როცა მზის სხივები გადაიწვა, დამსხვრეული მინასავით დაიშალენ, არც ასრულდნენ, თუმც არც რამე დამიშავენ. ვფიქრობდი და ვერ ვხვდებოდი საით ჯობდა... ჩემი ფიქრი- ზღვის ტალღებში, თავს იხრჩობდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი