მამაო
მითხარი,რად კვდებიან ადამიანები? მიწას რატომ ვერ ეგუებიან? ცაში გაფრენაზე რატომ ოცნებობენ? სიკვდილს რატომ ვერ ეპუებიან? მითხარი, რატომ ჩადის მზე საღამოობით, ღამე რატომ არის გაჩენილი? ნუთუ ჯვარცმის მერე ამ დედამიწაზე ღმერთი აღარ არის დარჩენილი. მითხარი რამე კარგი,რამე საიმედო გული რომ დავუდო ცხოვრებას, აქაც სათნოებით რომ ვიცხოვრო იქაც რომ ვეწიო ცხონებას. მოვედი მამაო,მოვედი ისევ და მუხლებზე სისხლები დამიდის, მასწავლე მეც ლოცვა,რომ არ შემეშინდეს, ცხოვრების არეული ამინდის. მოვედი მამაო მოვედი ისევ და დაცემულს ისევ არ მიწყრები, რადგანაც მაცდურმა რაც უნდა მათრიოს, იცი რომ არ დამავიწყდები. მითხარი ცრემლები საიდან გამიჩნდა? სასწაულს კვლავ ვეზიარები? მოვედი მამაო, მუხლები მტკივა და შეფუთე კვლავ ეს იარები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი