ტკივილი
ისევ თავზე მახურავს ღრუბლის თხელი ნაჭერი. ისევ ვითმენ ტკივილებს კბილის კბილზე დაჭერით. ისევ აფრიალდება ქარში ჩემი იარა, მერე ძირს დაეშვება და იყუჩებს კი არა,- გადახსნილი ვენიდან მიწა შეიღებება, ჯოჯოხეთის კარებში შიშით შეიხედება. ო, არ მინდა ასეთი ნეტარების წამები, ჩემთან დარჩი ტკივილო, გულზე ხორცად წამები. ჩვენ ვერ მოგვატყუებენ სირინოზი ქალები, ჩვენ ზეცაში ვიფრინოთ, ჩვენ ხომ გვიყვარს ქარები. სველი ღრუბლის ნაფეხურს ავედევნოთ ტალახში, მერე თვალს მოვატყუოთ მზით გადამწვარ ბალახში. თუ არავინ მიგვიღებს, სჯობს კვლავ დავრჩეთ ქარებთან, ნუ მიმიმყვან ოღონდაც ჯოჯოხეთის კარებთან
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი