მე რომ ოცნება მქონდა
მე რომ ოცნება მქონდა სიზმრად შემორჩა ცას ვერ ავუხსნიდი სხვას განცდებს მაშინდელს. წყვდიადს შევცქერი ისევ გული მახსენებს თავს ეს თვითმკვლელობას გავს და კვლავ მაშინებს... შენი დუმილით დარდი... ჩემი ჯვარცმაა იცი? შენი უთქმელი ფიცი ნაბიჯებს ზომავს უარყოფილი ნატვრა ახლა მარგია რაში, და ვკიდებ ფანჯარაში გაწყვეტილ ზონარს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი