ღმერთო დამაქვესკნელე
ღმერთო დამაქვესკნელე, როგორც ნეშო დამპალი შენ არავინ არ მოგთხოვს, სამსჯავროზე პასუხებს. მსხვერპლშეწირვის თარიღში, ეშმაკები დავკალი. რადგან ჩემი ცოდვები და ტკივილი ასუქებს. ღმერთო თუ გინდ ჩამიწყდეს ბეწვისხიდის ბაგირი, ჯოჯოხეთის მიწაზე ცოდვის თოვლად გავთოვდე. საკუთარი ხელებით დავიღლიტო თავ-პირი, სხეულს ისე სციოდეს ვეღარაფრით ვათბობდე. დაღლეტილი ფეხები ქრისტესავით მეწვოდეს, ფრიალებდეს ქარცეცხლში ჩემი თმების ფერები, ვერსად ვერ ვპოულობდე ჩემი სულის შემცოდეს, შენ ხომ ყველგან მიპოვნი, შენ ხომ მომეფერები? ღმერთო ნუ დამიჟანგებ ჯვარს, საფლავთან დასობილს ჩემს ნესტიან საფლავში თუნდაც პირქვე ჩავემხო. შენი ხორცი ვიგემე როგორც პური არსობის, ისე ვერ მოვკვდებოდი ეს რომ არ გადამეღო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი