....................


შემახსენა შენი თავი ამ ღამემ.
გადატეხა ტკივილები წელში.
გამახსენდა,როგორ დავრჩი მოკლული
უსინათლო და უსულო ლეში.
აღარ იყო არსად ჩემი მაისი,
სიყვითლეც კი შეპარვოდა ხმაში.
არ ვიყავი მკვდარი თუმცა მერე რა?
არც ცოცხალი არ ვიყავი მაშინ.
ჩაჟანგებულ ბოქლომივით გაჭედილს 
აღარ მქონდა აღარაფრის შიში,
მილეწავდა სულის კედლებს ქარები 
და ტკივილებს მიბრუნებდა პირში.
მაინც მძლია სიყვარულმა სიცოცხლის,
ყველაფერი შენს გარეშე ვიწამე.
გავათენე თუმცა ძლიერ მიჭირდა
და უშენოდ სიარული ვისწავლე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი