მეგობარო
შენ შეიძლება ქარებს დასდევდე, მე კი ნიავიც მომნატრებია. გავმხდარვარ უფრო სხვაგვარად მშვიდი, რაც დრო და წლები მომმატებია. შენ შეიძლება ვარსკვლავებს ითვლი, მე კი ცის ფერებს ვიხსენებ ღამის, არც კი მჯეროდა,რომ გახსენება დამჭირდებოდა ასეთი რამის. შენ ,მეგობარო , რარიგად შორს ხარ, ზოგჯერ ამაოდ გიხსენებ გულში, ფიქრთა ნამსხვრევებს ირეკლავს აწმყო, ზოგჯერ არც აქ ხარ და არც წარსულში. შენ ახლა ალბათ ზვრებში დადიხარ, ან იქნებ ახლა ფხიზლად არც კი ხარ?.. ამოვარდება ფიქრთა ქარები - ჩემ სულს ხანდახან ისე აკლიხარ. შენ მეგობარო! ქარს თუ დაიჭერ,. არ შეუბერო არასდროს სული, ნელა გაუშვი და გააყოლე, ტკივილით სავსე ყველა წარსული. და .მეგობარო! ნუ დათვლი სევდას, ჩემი ფიქრიდან ნურასდროს წახვალ. შენ ჩემი სულის ნაწილი გქვია, მე ასე მჯერა,მე ასე მწამხარ. და არ არსებობს არსად ქარები, რწმენაზე უფრო ბრგე და ძლიერი. ვეღარ მერევა შიში ცხოვრების, ვერც ამიერი,ვერც იმიერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი