მამა


მამას რომ სევდა ერევა
ისეთი სევდა ვინ იცის?
მამას რომ გული შესტკივა 
იმის ტმივილებს ვინ ითვლის?
ვინ დააგუბებს ზღვას ტბებად
გულში ნაწვიმი ცრემლებით?!
ვის შეუძლია იცხოვროს 
ამგვარი ციებ-ცხელებით?
ვინ წაიკითხავს მის დარდებს 
თვალებში , წვერს რომ უთეთრებს?
მისი დაღლილი ხელების საფასურს
ვინ რას უკეთებს?
მამა,უსიტყვოდ ნათქვამი
რამდენჯერ გაგიგონია.
იქნებ უთქმელის სევდაა
მე რომ სიბერე მგონია?
იქნება შენი ბავშვობის 
,,ჩიტებს“ ისევე დარაჯობ?
და გულის გავლით გპოულობს 
კვლავ ,იშხნელების ,,ყაყაჩო?“
სად გაგიწვიმდა ვინ იცის?
შენმა მზემ სად იფერადა?
ცხოვრებამ როდის გაგთელა?
როდის რა გაგიფერადა?
ვინ იცის ბედის მწერლებმა
ვისთვის რა გადაწყვიტეს?!
ისეთი სევდა ვინ იცის,
მამა რომ სევდას იტევს?!.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი