შვილო
შენ რომ სამყაროს ნგრევა გგონია,ეგ თამაშია ბედის. არ შეგაშინოს ცხოვრებამ, ვიდრე ლოცვა გიფარავს დედის. დრონი წავლენ და წამოვლენ ისევ,როგორც მდინარე წყალთა, არ შეგაშინოს ცხოვრებამ,სანამ გიფარავს დედის კალთა. ადამიანის ცხოვრებას მუდამ სიძნელეები ერთვის, გქონდეს იმედი ყოველთვის,სანამ დედა ლოცულობს შენთვის. უცინე ველებს,მიეალერსე ყვავილებს,გადაშლილებს, არ დაიჯერო,რომ დედა წავა! დედა არ ტოვენს შვილებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი