ვეძებ ჩემი სულის კარავს


ვეძებ ჩემი სულის კარავს,
ფიქრი ბლანტია და მუქი.
ხელებს დავილაგებ გულზე,
იქნებ შევიტანო შუქი.
მკერდზე ყინულები მიჭერს,
ლღობა დაიწყება როდის?
გულზე ნაიარევს მიჩენს
როცა მუქი ფიქრი მოდის.
სულს უნდა დავუდო ბინა,
ვიდრე მკერდი ლღობას მამცნობს,
თორემ ვერ გავუძლო იქნებ,
გულიდან ჩამომდნარ ღვარცოფს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი