წარსულმა დღეებმა დაიტოვა


წარსულმა დღეებმა დაიტოვა 
რაც გამოვიარე აქამდე და
არ მინდა მანამდე გავქვავდე-

სანამ ერთხელ მაინც არ ვნახავ,
ჩემს სილაღესა და ბავშვობას,
რომელიც ძალიან დამშორდა

და დღემდე გულის გულში ვინახავ
სხვანაირ სიყვარულს, მაშინდელს,
და სანამ სიკვდილი დამშლიდეს-

მინდა სულ ცოტა ხნით გავიარო,
ბილიკებზე ჩემი წარსული გზის და
გავიხსენო ფერი ჩასული მზის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი