დედა


ის შენი უთქმელი ტკივილები,
დილით საწოლში რომ ტოვებ-ხოლმე
მინდა გულთან ახლოს მივიტანო,
რომ შემოვატარო ღობე-ყორე.
რადგან არას ამბობ არასოდეს, 
ასე მგონია, რომ არ ბერდები,
მჯერა რომელიმეს რამე თუ გვჭირს,
ძველებურად წამლად დაგვედები
შენ რომ ოცნებობდი ის ვერა ვარ,
ვიცი გაგიცრუე იმედები
მაგრამ საყვედური არ გითქვია,
ისე გულმოკლული მიბერდები.
განა შენი ფასი ვინმე არის? განა შეიძლება ფასი დაგდო?..
ნეტავ ძალა მომცა სასწაული,
შენი დაბერება რომ გადავდო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი