სსმშობლო
ანგელოზი გიმღერის ღვთის კალთაზე გაშლილო,, ხშირად სისხლში ნაბანო ნაკუწ-ნაკუწ დაშლილო. რამდენ ღალატს მოგასწრეს, ქრისტესავით გაგყიდეს, შენი ბედი ბედკრული ხშირად ბეწვზე დაკიდეს. ჯვარს გაკრულო რამდენჯერ, სულ ვიღაცა გიპარავს მაგრამ ვინ მოგერევა? ღვთისმშობელი გიფარავს. გულზე წაკიდებულ ცეცხლს სისხლის ცრემლით აქრობდი, ყველა მტერს და მოქიშპეს, მუჭა-მუჭა გაჰქონდი. დავამარცხებთ გჯეროდეს, გამყიდველს და მოვაჭრეს, დავიბრუნებთ ისევე, რაც შენს მიწას მოაჭრეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი