უცხო ვარ და შორეული


მეტმასნება-როგორც კანი სხეულს,
ფიქრი,ფიქრი ყველაფერზე ფიქრი.
თქვენ რა გითხრათ, რა გიამბოთ ჩემზე
მეც არ ვიცი ახლა საით მივქრი.

მეც არ ვიცი რომელ ნავში ვზივარ, 
სად წამიყვანს ეს დინება ანდა.
რამდენჯერაც გავახილე თვალი 
წყლის გზები და ცის სილურჯე ჩანდა.

უცხო ვარ და შორეული ვიცი,
არაფერი გაგახსენებთ ჩემს თავს.
თითქოს ისე გავიარე წლები,
როგორც ნავი ახლა წყლის გზას კვეთავს.

ჩემი სევდა იარსებებს ჩემთან,
ვიდრე ნავი ნავთსაყუდელს ნახავს,
რა ძნელია მათი ყოფა, ვისაც
ფიქრის ერთი მოზიარეც არ ყავს.

რა ძნელია გაგეგებათ რამე,
უცხო გზებზე მოარულის ყოფის?
უცხო ვარ და შორეული თქვენთვის,
უცხო ვარ და ჩემი ფიქრიც მყოფნის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი