ცხოვრების ანბანი რთულია...
ცხოვრების ანბანი რთულია, გზაზე არ დაგინდობთ ბედი, ის ხან ფრთაგაშლილი არწივია ხან ფრთამოტეხილი გედი. ხელი ხელში გედოთ მუდამ ოჯახის არ გაწყდეს ჯაჭვი. მარცხის დროს თავი არ დახაროთ,.. ასეა ხან ზომავ,ხან ჭრი. მუდამ ერთმანეთის იმედით,მუდამ ერტმანეთის ფასით იცხოვრეთ და უერთმანეთოდ არასდროს წახვიდეთ არსით. გრძნობები არასდროს ბერდება, როცა გვერდით ვინც გყავს იმ ერთს- აჩუქებ ყველაფერს რაც გაქვს და პეშვით შეუგროვებ იმედს. არასდროს,არასდროს დაკარგოთ, გზები და ცხოვრების ხალისი, რაც უნდა გიჭირდეთ,სულ გქონდეთ რწმენა და იმედი ხვალისი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი