მეუღლეს


ხელი შემაშველე მიმყევ სამარემდი,
თორემ ვიღუპები გზაში.
შენი გულის სითბო იქაც გამაყოლე,ფრთებად დამჭირდება ცაში.
სულის დაგუბებით,ხორცის დაფლეთვამდე,შენი გულის მიწევს გავლა
ხელი შემაშველე, მიმყევ სამარემდი
ადამიანს აღარ ვგავარ.
შემისწორე ფრთები,გადამხურე ზეცა,
ჩემი უნაპირო ზღვა ხარ.
სამადლობელს ვგალობ,რადგან ასე მწამხარ,ასე უსასრულოდ მყავხარ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი