ვაი როგორ მდევნის წლები
ვაი, როგორ მდევნის წლები, ასაკს ფეხქვეშ მიფენს თანაც. ნეტავ სიბერეშიც შევალ? კის თქმაც ძნელია და არაც ყველგან მპოულობს და მეძებს, როგორც შემოდგომის ხვატი. ნეტავ სიბერესაც მაცლის? გულში ჩამრჩენია დარდი. გული თუ მიმყვება მზემდე, მეტს მე აღარაფერს ვითხოვ- რომ ჩემს ათოვლებულ ასაკს ფეხქვეშ გავუფინო სითბო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი