მეგობარს


დავჯდები და ისევ მოგწერ 
მონატრებულ წერილებს.
მოგწერ როგორ ვხედავ ნისლებს,
მთებზე წამოწოლილებს.

რომ მე ისევ მეშინია 
მარტოდ მარტო დარჩენის...
ჩიტებისთვის ისევ მიმაქვს
პურის მცირე ნარჩენი.

ფანჯრის მიღმა ყოველ ღამე
ისევ დგება სიბნელე,
ყოველ დღე კი ათასგვარი
ისევა მხვდება სიძნელე.

დავჯდები და მოგწერ, მოგწერ,
სულ ყველაფერს გიამბობ,
გულმა როგორ ეძება და ცრემლების ზღვას მიაგნო.

სარეცხივით გაკიდებულ ფიქრებს როგორ ვაშრობდი,
და ოცნებებს, ბავშვობისას
რა უთქმელად დავშორდი.

ზოგჯერ როგორ მტკივა გული
და ღიმილებს ვაფარებ.
დარდს ვიშორებ და ფანჯრიდან ნელა ნელა ვაპარებ.

მოგწერ როგორ მათრობს სუნი,
ვაზის ყვავილობისა,
როგორ მჯერა ღმერთისა და
შენი მეგობრობისა.

მოგწერ, რაც ჯერ არ მითქვია
გულში რაც მაქვსიჯ ისრებად, 
რომ უთქმელი ტკივილები
მთებზე წვანან ნისლებად.

როგორ მიფრთხობს ზოგჯერ სიზმრებს 
უსახური ზმანება...
მოგწერ, მაგრამ მითხარ,
კითხვა ხომ არ დაგეზარება?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი