შვილო


შენ ჯერ რა იცი წინ რა გზებია,
რამდენ გზასაყარს შეხვდები შვილო.
მიწა ცხედრებით განავსებია...
ჩემს საცხოვნებლად არ იშიმშილო.

შენ ჯერ რა იცი სიცოცხლის ფასი,
რამდენჯერ იქნებ აზრი იცვალო,
არ დაგავიწყდეს ცხოვრების არსი,
რომ კი არ მოკვდე, გარდაიცვალო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი