რა ფერია


რა ფერია ახლა 
შენი სოფლის მთები?
მალე ვეღარ გნახავ
მომატეხეს ფრთები.

ჩემს ჩასუნთქულ ტკივილს
ვაპირქვავებ აქვე
და ვთვალთმაქცობ თითქოს
მეტი არ მაქვს საქმე.

სულ რომ გამიბრწყინდეს
ცის თაღი და ჭერი
ამ ტკივილებს მაინც წაშლის ვერაფერი.

შენ რომ ხელი მომეც, 
მეგობარო ჩემო
ისევ ხელში მიდევს
უნდა დამიჯერო.

და მოვყვები სიზმრებს
ფასმანდუკებს შორის
ჰორიზონტზე ჩანან 
თეთრი გზები შოვის.

შაორზე წევს ნისლი,
დაბინდულან მთები
ვაი, როგორ უნდოდ
მომატეხეს ფრთები.

და ვთვალთმაქცობ ახლა, ვაფახურებ თვალებს,
ტკივილებს კი გულში
ჩუმად ვაპირქვავებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი